Skip to main content
DICOM კვლევების გაზიარება

მიმოხილვა

medspace-ის DICOM გაზიარების ფუნქცია საშუალებას გაძლევთ მარტივად და უსაფრთხოდ გაუზიაროთ სამედიცინო კვლევები პაციენტებს ან კოლეგა ექიმებს. ეს არის თანამედროვე ალტერნატივა CD დისკებისა და USB მატარებლების ნაცვლად.

დაემშვიდობეთ CD-ს

აღარავითარი დისკების ჩაწერა და ხარვეზები. გაციფრულეთ კვლევების გაცემის პროცესი სრულად.

მყისიერი QR ბეჭდვა

ამოუბეჭდეთ პაციენტს QR კოდი პირდაპირ ბრაუზერიდან და გაატანეთ კვლევა მომენტალურად.

უნივერსალური წვდომა

პაციენტი ხედავს კვლევას ნებისმიერ მოწყობილობაზე - სმარტფონით, ტაბლეტით თუ კომპიუტერით.

სრული კონტროლი

მართეთ წვდომის ვადები, დააყენეთ პაროლები და იყავით მშვიდად მონაცემთა უსაფრთხოებაზე.

გაზიარებული კვლევის დემო

ნახეთ გაზიარებული კვლევის ნიმუში

ამ ბმულზე დაჭერით ნახავთ რეალურ მაგალითს, თუ როგორ გამოიყურება გაზიარებული კვლევა პაციენტისთვის.
სადემონსტრაციო კვლევა

როგორ მუშაობს?

1

კვლევის ავტომატური ატვირთვა

კვლევა, გადაღების დასრულებისთანავე, კლინიკის რადიოლოგიური მოწყობილობიდან ავტომატურად იგზავნება medspace-ზე.
2

გაზიარება (კლინიკის მხარე)

კვლევის გვერდზე, გაზიარების ღილაკზე დაჭერით შეგიძლიათ:
  • QR კოდის გენერაცია - სმარტფონით სკანირებისთვის
  • ბმულის კოპირება - პირდაპირი წვდომის გაგზავნა
  • ელ-ფოსტით გაგზავნა - კვლევის გაგზავნა ადრესატთან
  • ბეჭდური ვერსია - QR კოდი + ინსტრუქცია პაციენტისთვის
შეგიძლიათ დააყენოთ ბმულის მოქმედების ვადა და პაროლი დამატებითი უსაფრთხოებისთვის.
3

პაციენტის მხარე

ბმულის გახსნისას პაციენტი ხედავს სრულ კვლევას:
  • მყისიერი ნახვა - DICOM Viewer-ის გახსნა ბრაუზერში
  • ფაილების გადმოწერა - ორიგინალური DICOM სერიების შენახვა
  • ღრუბლოვანი შენახვა - ფაილების მუდმივი შენახვა პირად საცავში

ბეჭდური ვერსიის ნიმუში

ეს არის დოკუმენტი, რომელსაც კლინიკა ბეჭდავს და ატანას პაციენტს კვლევის დასრულებისას. ის შეიცავს ყველა საჭირო ინფორმაციას სისტემაში შესასვლელად:
QR კოდის ბეჭდური ვერსიის ნიმუში

ვიდეო გზამკვლევი


ხშირად დასმული შეკითხვები

თქვენ განსაზღვრავთ ბმულის მოქმედების ვადას (მაქსიმუმ 8 კვირა). ვადის გასვლის შემდეგ ბმული ავტომატურად დეაქტივირდება.
პაციენტს შეუძლია კვლევის შენახვა medspace-ის უფასო პირად სივრცეში, რათა წვდომა არ დაკარგოს
დიახ, სრულიად უსაფრთხოა:
  • ყველა კავშირი დაშიფრულია (HTTPS)
  • შეგიძლიათ დააყენოთ პაროლი
  • ბმული ავტომატურად ხურავს ვადის გასვლის შემდეგ
დიახ, პაციენტს აქვს შემდეგი ოფციები:
  • ონლაინ ნახვა - ბრაუზერში, ჩამოტვირთვის გარეშე
  • DICOM ჩამოტვირთვა - სრული ორიგინალური ფაილები
  • შენახვა cloud-ში - უფასო პირადი სივრცე medspace-ში
პერსონალს შეუძლია:
  • თავიდან დაბეჭდოს იგივე დოკუმენტი (ბმული იგივე რჩება)
  • გაგზავნოს ბმული პირდაპირ ელფოსტით
  • დააგენერიროს ახალი ბმული საჭიროების შემთხვევაში
დიახ, medspace მხარს უჭერს ყველა DICOM მოდალობას:
  • CT (Computed Tomography)
  • MRI (Magnetic Resonance Imaging)
  • X-Ray (რენტგენი)
  • Ultrasound (ულტრაბგერა)
  • Mammography (მამოგრაფია)
  • და სხვა…

სრული სტატია ბლოგში

გაეცანით QR კოდით გაზიარების ყველა უპირატესობას და დეტალურ აღწერას ჩვენს ბლოგში